პუტინი თურქეთში ჩასვლას გეგმავს

15:33, 23.01.2024

ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტი მზადების პროცესშია – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისივე თქმით, პუტინის თურქეთში ვიზიტის თარიღი მედიას დროულად ეცოდინება. „ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნამდვილად, რუსეთ-თურქეთის უმაღლეს დონეზე კონტაქტები დღის წესრიგშია და ისინი მზადდება. როგორც კი პრეზიდენტები საბოლოოდ შეათანხმებენ ვიზიტის თარიღს, ჩვენ მედიას ამ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლება პუტინის ვიზიტს 17 თებერვალს ელოდება.

მსგავსი