გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაცია, დაკავებულ ოფისს გაათავისუფლებს. ამის მიზეზი ფართის მფლობელის, ლაშა ახალაიას განცხადება გახდა, რომელმაც ტელეკომპანია „იმედში“ თქვა, რომ აღარ სურს, მიაქირაოს ფართი ამ პარტიას, გახარიასა და სააკაშვილის შესაძლო კავშირის გამო.
პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი, ირაკლი მიქელაძე აცხადებს, რომ ფართის მფლობელზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა და პარტიას სწორედ ამიტომ მოსთხოვა შენობიდან გასვლა. თავად ფართის მფლობელი, ლაშა ახალაია სხვა მედიასაშუალებებთან კომენტარს აღარ აკეთებს.