მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთავის ციხესთან

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან. „ნაციონალური მოძრაობის“, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები და აქტივისტები ციხესთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მიხეილ სააკაშვილის ექიმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ისაუბრა.

შეკრებილებმა ციხის წინ საღებავებით წარწერების გაკეთებაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. ამას ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა. აქციაზე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები. გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან შესვლას დღეს გეგმავს.