„საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმება

„ნაციონალური მოძრაობის“ და გიორგი გახარიას პარტიის პირველი შეთანხმება.

ჩხოროწყუს საკრებულოს ყოფილი პრემიერის გუნდის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. საკრებულომ, სადაც ბოლო არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა, 14 ხმით შოთა წურწუმია აირჩია. აქედან შვიდი ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. მმართველი გუნდი ფაქტს ექს-პრემიერის პარტიის და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ალიანსის ოფიციალურ გაფორმებად აცხადებს. თუმცა ის, რაც ხელისუფლების მხრიდან მოღალატეებისა და რადიკალების გაერთიანებად ფასდება, საკრებულოებში ბალანსის დაცვაა თავად გახარიას გუნდისთვის. მმართველი პარტია მოვლენების განვითარების ანალოგიურ სცენარს ელოდება იმ საკრებულოებშიც, სადაც უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ აქვს. მათ შორის ბათუმში, სადაც თავმჯდომარე ჯერ არ აურჩევიათ, დღევანდელი სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ მივიდნენ.

დატოვე კომენტარი