მკვლელობა ბათუმში

მკვლელობა ბათუმში – მეზობელმა ძმებს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა. ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება ფინანსებზე დაწყებულმა კონფლიქტმა გამოიწვია.

ოჯახები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა, ის ამ დრომდე იძებნება. საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, აკაკი გვიანიძის მამაა. გვიანიძე სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ მას 28 წელია, მამასთან ურთიერთობა არ აქვს და მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.

 

დატოვე კომენტარი