ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ახალი პაციენტი შეიყვანეს.
ეროვნებით კორეელი მამაკაცი ქვეყანაში სამშაბათს ჩამოვიდა, რის შემდეგაც მას მაღალი ტემპერატურა დაუდგინდა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. მას ტემპერატურის მატება და სხვა კლინიკური ჩვენება არ აღენიშნება და ამ ეტაპზე კვლევები უტარდება. არის თუ არა დიაგნოზი კორონავირუსი, რამდნიმე საათში იქნება ცნობილი.