„ევროპული საქართველოს“ ლიდერის კიდევ ერთი ბრალდება „ქართულ ოცნებას“. გიგა ბოკერიას თქმით, მმართველი პარტია საკუთარი პარტაქტივის დაფინანსებასა და დასაქმებას განაგრძობს. „ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ამ გზით „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
ოპოზიციის ბრალდებებს მმართველ გუნდში პასუხობენ, მიხეილ სარჯველაძე ზეწოლის ფაქტებს უარყოფს.