მომავალი წლიდან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა ახალი სტრატეგიით დაიწყება.
შეწამვლის გზით განადგურების გარდა ხელისუფლება იმედებს ოთხ პარაზიტზეც ამყარებს. საუბარია ბიოლოგიურ აგენტებზე, რომლებსაც აზიური მავნებლის განადგურება ჩანასახშივე შეუძლიათ.
ფაროსანასგან მიყენებული ზარალი დღეს სფეროს სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს. საქართველოში მასობრივად 2016 წლიდან გავრცელებულმა მავნებელმა განსაკუთრებით თხილის პლანტაციების მეპატრონეები აზარალა, რაც ექსპორტზეც აისახა.