ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე თბილისშია. ალოუსიო ნუნეს ფერეირა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ქართულ დელეგაციასთან ერთად დახვდა.

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველ დიპლომატს ხვალ დილიდან საგარეო უწყებაში უმასპინძლებენ. მას ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და ვიცე-პრემიერიც შეხვდებიან.

ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა შესაძლო თანამშრომლობის სფერო, სადაც ორი ქვეყანა ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავენ, მათ შორის რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

ხვალვე ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.

ბრაზილია იმ ქვეყნების სიაშია, რომელთანაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს.