ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადება

„ციხე, სიკვდილი ან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ – ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, საკუთარი მომავლისთვის ის ამ სამ ალტერნატივას ხედავს. ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ ციხეში მოხვედრის შანსი არ არსებობს, რადგან „დედამიწაზე არ არსებობს კაცი, რომელიც დაემუქრება“. ბრაზილიის პრეზიდენტმა ევანგელისტ ლიდერებს მოუწოდა, მის მხარდასაჭერად შეუერთდნენ 7 სექტემბერს დაგეგმილ დემონსტრაციას. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მემარჯვენე პოპულისტი ლიდერი, მემარცხენე ყოფილ პრეზიდენტს ჩამორჩება. ჟაირ ბოლსონარო ეჭვქვეშ აყენებს ბრაზილიის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას და იმუქრება, რომ არ მიიღებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.