ვაქცინაციის პირველი შედეგები

საქართველოსგან გასხვავებით, ვაქცინაციის სწრაფმა ტემპმა სხვა სურათი შექმნა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

აშშ-ს მოსახლეობის აქტიურმა ჩართულობამ მთელი რიგი შეზღუდვების მოხსნის და ცხოვრების ნაწილობრივ ძველ რეჟიმში დაბრუნების საშუალება მისცა. ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის ამერიკაში პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა სავალდებულო აღარ იქნება. რეგულაციების შემსუბუქება იგეგმება დიდ ბრიტანეთშიც, სადაც საგანგებო მდგომარეობის ერთი დონით შემცირებას აპირებენ, მალტაზე კი ტურისტული სეზონის გახსნას აანონსებენ. ამ გზით ცალკეული ქვეყნები მცირე და საშუალო ბიზნესის მუშაობის განახლებას და კულტურული და გასართობი ცენტრების გახსნას ცდილობენ, რაც პოსტ-პანდემიური ეკონომიკის აღდგენისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.