პროტესტი ბრაზილიაში

ბრაზილიაში პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს საწინააღმდეგო დემონსტრაციები ქვეყნის 16 ქალაქში ჩატარდა. აქციის მონაწილეები ჟაირ ბოლსონარუს მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ზომების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვეს. ქალაქ რესიფეში  პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ზოგიერთ ქალაქში დემონსტრანტებს ყოფილი მემარცხენე პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას გამოსახულებით ნიღბები ეკეთათ, რომელიც ბოლსონარუს ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია. პანდემიას 450 ათასზე მეტი ბრაზილიელი ემსხვერპლა. მოქმედი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მემარჯვენე ლიდერმა ჯეროვნად არ შეაფასა ვირუსის სერიოზულობა, უარი თქვა ნიღბების ტარებაზე და ეჭვქვეშ დააყენა ვაქცინის გამოყენების მნიშვნელობა.

მოამბე