ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალს, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე წაუყენებენ, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე კი სასამართლო 48 საათის განმავლობაში იმსჯელებს. საქმე ეხება სოფელ ბაღაურში მომხდარ სასტიკ მკვლელობას. შსს-ს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ, სოფელ ბუღაურაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.