კასპში, ქვის საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალდებულის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს. მისი თქმით, დაკავებული უარს ამბობს დაცვაზეც და გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც. ის აგრძელებს შიმშილს და იყენებს დუმილის უფლებას.