სამძებრო სამუშაოები

მეორე დღეა, 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ კასპის მუნიციპალიტეტში. მწყემსი მეტეხის ხიდთან პირუტყვს მწყემსავდა, მტკვარში ჩავიდა და გაუჩინარდა. მდინარეზე სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ძებნაში 50 მაშველი, ორი მყვინთავი და სამი მცურავი საშუალება და დრონია ჩართული.