ვითარება საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსთან ტყეში რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მავთულხლართებიდან სოფლის მიმართულებით 100 მეტრში განხორციელდა უკანონო სამუშაოები. მომხდართან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედდა ცხელი ხაზი.