ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი – კრემლის მორიგი შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე. ასე აფასებენ თბილისში ინფორმაციას რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „კაგებე“ ავრცელებს. დეფაქტო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს გატაცებული მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომლებიც შემდეგ უნდა მიეყიდა ლუგარის ლაბორატორიისთვის. ვრცელდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილის ჩანაწერიც. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლაბორატორიაში ღამურებზე კვლევები ტარდება, თუმცა მათ არა მოქალაქეები, არამედ მათი სპეციალური ჯგუფები აგროვებენ.
ლუგარის ლაბორატორიაში დღეს შეერთებული შტატების ელჩი იმყოფებოდა.
ანა ბროლაძე დეტალებით.