ბოტანიკურ ბაღში „გრინ ექსპო 2019“ გაიმართა

ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა-გაყიდვა „გრინ ექსპო 2019“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოში საბაღე კულტურის განვითარება და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაა.

გამოფენაში წარმატებული სანერგე კომპანიები და სანერგე სფეროსთან დაკავშირებული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორის თქმით, მწვანე გამოფენა საბაღე პროდუქციის ერთ სივრცეში წარდგენის, კომპანიებისთვის პოტენციური მომხმარებლების მიზიდვისა და ბიზნესურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

მწვანე გამოფენა წელს მესამედ ჩატარდა.