საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ატოცში, დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს დღევანდელ თამაშს გულშემატკივრები.
სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების ეზოში, ქომაგები საგანგებოდ შეიკრიბნენ.
ჩვენება ღია ცის ქვეშ, საოკუპაციო ხაზიდან ერთი კილომეტრის მოშორებით გაიმართა.
ბორჯღალოსნების საქომაგოდ, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც მივიდა.