„ბორჯღალოსნების“ პერსპექტივა

2018 წელს, შესაძლოა, ექვსი ერის ტურნირის დღის წესრიგში ფორმატის ცვლილების საკითხი დადგეს და მას საქართველო დაემატოს. ქართველი „ბორჯღალოსნები“ წლის უმნიშვნელოვანესი ასპარეზობისთვის ემზადებიან. ხვალიდან ნოემბრის ტესტები იწყება.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები კანადის, უელსის და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდები იქნებიან. მსოფლიოს სარაგბო სამყარო განსაკუთრებული ინტერესით ელოდება შეხვედრას უელსთან, რომელიც ექვსი ერის მონაწილე გუნდია.