საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მორიგი ტესტ-მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-სთან გამართა და მეტოქე 22:7 დაამარცხა. ეს ამ გუნდების რიგით მე-7 დაპირისპირება იყო, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ ყველაზე დიდი სხვაობით მოიგეს. ჩვენი ნაკრებიდან ლელო აკაკი ტაბუცაძის, შალვა მამუკაშვილის და დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა, ლუკა მატკავამ კი სამიდან ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმაც გაიტანა.
26 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიას შეხვდება. მსოფლიოს თასს კი ლევან მაისაშვილის გუნდი „სტად დე ფრანსზე“ ავსტრალიის ნაკრებთან 9 სექტემბერს დაიწყებს.