"ბორჯღალოსნები" ხვალ, 10 მარტს, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

ბორჯღალოსნები რუსეთის წინააღმდეგ. მილტონ ჰეიგის გუნდი, კრასნოდარში ხვალ, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.  ორივე ნაკრებმა მატჩის წინა ვარჯიში რამდენიმე საათის წინა დაასრულა.

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, სამი მოგებით, ჯგუფის ლიდერია. რაც შეეხება რუსებს, მათ სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი მატჩის მოგება ბელგიასთან შეძლეს.

საქართველოსა და რუსეთს შორის ეს 22-ე დაპირისპირებაა და ურთიერთშეხვედრებში ბორჯღალოსნები დიდი უპირატესობით ლიდერობენ. რუსეთ-საქართველოს მატჩი ხვალ, კრასნოდარში, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.