ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. ჯონსონის თქმით, ერთადერთი გზა უკრაინაში ომის დასასრულებლად არის პუტინის მიერ იმის გაცნობიერება, რომ მან „კატასტროფული შეცდომა“ დაუშვა.