„ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი შეუძლებელი იყო რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთის გარეშე, რაც აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს“ – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „დეილი მეილისთან“ისაუბრა. ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ღია სურვილია, დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რაც ხელს უწყობს მის პოპულარობას დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში. ექს-პრემიერი მოუწოდებს დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ.