„ბოლტ ფუდის“ კურიერები სპორტის სასახლესთან აქციას მართავენ. კომპანიის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, კურიერებს დროთა განმავლობაში მომსახურეობის საფასური შეუმცირეს. ისინი კომპანიასთან მოლაპარაკებებს ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ. დღევანდელ აქციას ასევე სოლიდარობის ნიშნით „ვოლტისა“ და „გლოვოს“ კურიერებიც შეუერთდნენ.