„ბოლტის“ თანამშრომლების პროტესტი

„ბოლტ ფუდის“ კურიერებმა სპორტის სასახლესთან რიგით მეოთხე აქცია-პერფორმანსი გამართეს. კომპანიის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, კურიერებს დროთა განმავლობაში მომსახურების საფასური შეუმცირეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, კომპანიიდან გაშვებული 25- მდე თანამშრომელი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. გაფიცული კურიერები სახალხო დამცველის აპარატს მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. დღევანდელ აქციას სოლიდარობის ნიშნად „ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერებიც შეუერთდნენ.

მოამბე

დატოვე კომენტარი