ახალი სპორტის სასახლის გახსნა

პრემიერ-მინისტრმა მედიის კითხვებს ახალ სპორტის სასახლეში უპასუხა, რომელიც დღეს საღამოს ოფიციალურად გაიხსნება. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კომპლექსი ათი ათას ადამიანს იტევს და ის სპორტის ყველა სახეობისთვის არის განკუთვნილი. გახსნის აღსანიშნავად დღეს საღამოს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, კონცერტიც გაიმართება.