მეიგავის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 360 წელი ბოლნისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სულხან-საბას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
ღონისძიება მწერლის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაციით გაგრძელდა. მოგვიანებით კი სპექტაკლის ჩვენებაც გაიმართა.