ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წელი აღნიშნეს

მეიგავის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 360 წელი ბოლნისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სულხან-საბას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

ღონისძიება მწერლის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაციით გაგრძელდა. მოგვიანებით კი სპექტაკლის ჩვენებაც გაიმართა.