განცხადებას ავრცელებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი.
ყურადღებით ვაკვირდებით „თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილ ვითარებას.
მიგვაჩნია, რომ პოლიტიზებულმა განცხადებებმა, სხვადასხვა დაუსაბუთებელი ვერსიის გავრცელებამ მედიაში და უსაფუძვლო აჟიოტაჟმა შესაძლოა, არასწორი მოლოდინები შექმნას და ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის.
საფინანსო სექტორში მოლოდინები მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ პროცესს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.
რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ვიმედოვნებთ, პროცესი იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე, არსებული შეკითხვები იქნება პასუხგაცემული და „თიბისი ბანკი“, რომელიც არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი, გააგრძელებს აქტიურ განვითარებას, – აცხადებენ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში.