ბიზნესომბუდსმენი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა
ბიზნესომბუდსმენი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას გამართა, ასევე, განმარტა საქმიანობის მთავარი პრინციპები, რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საუბარი შეეხო ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების გადამზადება, დამსაქმებლებსა და დასაქმებულთა შორის ურთიერთობები, მედიასთან კომუნიკაცია და ბიზნესფორუმების ჩატარების მნიშვნელობა; აგრეთვე სხვადასხვა საინვესტიციო, საგადასახადო და საკანონმდებლო ინიციატივები.
ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი 40-მდე კომპანიის წარმომადგენელმა ქვეყნის ბიზნესგარემო პოზიტიურად შეაფასა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის აქტიურ ფორმატზე შეთანხმდნენ.