ბიზნესომბუდსმენი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

18:23, 24.03.2018

ბიზნესომბუდსმენი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას გამართა, ასევე, განმარტა საქმიანობის მთავარი პრინციპები,  რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საუბარი შეეხო ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების გადამზადება, დამსაქმებლებსა და დასაქმებულთა შორის ურთიერთობები, მედიასთან კომუნიკაცია და ბიზნესფორუმების ჩატარების მნიშვნელობა; აგრეთვე სხვადასხვა საინვესტიციო, საგადასახადო და საკანონმდებლო ინიციატივები.

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი 40-მდე კომპანიის წარმომადგენელმა ქვეყნის ბიზნესგარემო პოზიტიურად შეაფასა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის აქტიურ ფორმატზე შეთანხმდნენ.

 

მსგავსი