ინტერვიუ ირაკლი ლექვინაძესთან  

როგორ უნდა შემცირდეს საქართველოში მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასი.

პრემიერ-მინისტრი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს აანონსებს მიმდინარე კვირაში. საკითხზე განცხადება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გაკეთდა. გაცხადდა, რომ მთავრობა მუშაობს თურქეთიდან მედიკამენტების ბაზრის გახსნაზე. ასევე საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა. მომზადდა დოკუმენტი, რომელიც შეიცავს 13 რეკომენდაციას. ამ დოკუმენტში საუბარია პრობლემურ მიმართულებებზეც.

რა იწვევს წამლების მაღალ ფასს და როგორ შეიძლება მედიკამენტების ღირებულების შემცირება.

თემაზე „მოამბის“ შეკითხვებს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა.