ბიუროს სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილების შესახებ კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდება

მთავრობის სტრუქტურული ცვლილების შესახებ კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება. ახალი ცვლილებების თანახმად, 18 სამინისტროდან 14 რჩება. თუ რა თანხა დაიზოგება სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად, სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი.

ბიუროზე განიხილება 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტიც. ბიუროს სხდომაზე ასევე იგეგმება უმრავლესობის ფრაქციის წევრების მიერ ნინო ლომჯარიას წარდგენა სახალხო დამცველის პოსტზე. განსახილველ საკითხთა შორისაა ასევე კომიტეტების ყოველწლიური ანგარიშების მოსმენის გრაფიკის დადგენაც.