სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში ხვალ ჩატარდება. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებას, საკითხს კენჭი დღეს არ ეყაროს, ხათუნა სამნიძესა და შალვა პაპუაშვილს შორის კამათი მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ კომისიის შექმნა მმართველი გუნდის ინტერესშიც უნდა იყოს და საკითხზე კენჭისყრის ჩატარება დღეს მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, მობილიზდეს და სხდომებზე შემდეგ დღეებშიც გამოცხადდეს.