თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოების მიერ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი მმართველი გუნდის მისამართით ოპოზიციის კრიტიკის მიზეზია. ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ვიწროპარტიული ინტერესით მოქმედებაში ადანაშაულებენ. მათი შეფასებით, მიუღებელია, ქალაქებში, სადაც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად მმართველმა გუნდმა დაკარგა უმრავლესობა, მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს ძველმა საკრებულომ. ოპონენტებს დესტრუქციასა და პროვოკაციებში ადანაშაულებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები . მათი განცხადებით, საკრებულოები მომავალი წლის ბიუჯეტს კანონის სრული დაცვით ამტკიცებენ.