დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ბორჯომში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. კომპლექსში ახალი ბინა 150 ოჯახს 2025 წელს გადაეცემა. პროექტის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტია.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, მასშტაბური სამუშაოები კიდევ ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, ახალი ბინები 7 000-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა, ხოლო 6 000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება.