ბინების გადაცემა

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. ოჯახებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს გადასცა. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით 3 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული, მერიაში შესული ასობით განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.