იძულებით გადაადგილებული ოჯახების ახალი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროცესი გრძელდება. ამჯერად 480 დევნილ ოჯახს ახალი ბინები ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე გადაეცათ. ამავე მისამართზე მიმდინარეობს კიდევ 320 ბინის მშენებლობა, რომელიც 800 ოჯახისთვის არის განკუთვნილი. კიდევ ერთი მისამართი ქუთაისში, სადაც დევნილები ბინებს მიიღებენ ნიკეას ქუჩაა, აქ 720 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენდეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა.