600 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინები ზუგდიდში. საცხოვრებელი ფართები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა და იძულებით გადაადგილებული ოჯახების სია დევნილთა სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. სახლების გასაღებებს იძულებით გადაადგილებული ოჯახები უახლოეს დღეებში მიიღებენ.