სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოიკითხა. ის დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს. მისი თქმით, გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა თავდასხმასთან დაკავშირებით. ზუკა ბერძენიშვილის ადვოკატის განცხადებით, ჯერჯერობით დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული. მისი განმარტებით, გამოძიებამ დაზარალებულის სტატუსი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით უნდა მიენიჭოს.