აქტივისტების პროტესტი პარლამენტში  

პარლამენტში პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სამოქალაქო აქტივისტმა, მამუკა ჯუღელმა სხდომათა დარბაზში ფურცლები გადაყარა.

ჯუღელის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან დეპუტატები და ფურცლების გადაყრით მან ეს პასუხისმგებლობა შეახსენა. აქტივისტის განცხადებით, ფურცლებზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 13 ივნისს პარლამენტთან დაანონსებული აქციის თარიღია მითითებული.

მომხდარ ფაქტსა და ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დღეს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.