ბექა რუსიას საქმის არსებითი განხილვა 26 თებერვლამდე გადაიდო. საუბარია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში არსებულ, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაღუპული ჯარისკაცის საქმეზე.
18 იანვარს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბექა რუსიასთვის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ბრალდებულმა დავით ჯალაღანიამ დანაშაული აღიარა, მხარეებმარის გამოც, მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს. ოჯახი არ ეთანხმება ბრალდებას და დავით ჯალაღანიასთან ერთად, საგუშაგოს ხელმძღვანელი პირების მათ შორის, უფროსის – ალექსანდრე კვიჟინაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს.