„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე საუბრობს და საკუთარ მოთხოვნებს აყენებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბექა ნაცვლიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, ამასთან განმარტავს, რომ გაზაფხულზე განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს და შეიცვალოს მთლიანი საარჩევნო კანონმდებლობა და სისტემა.