როგორი იქნება საარჩევნო კანონმდებლობა. რეფორმაზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფი მეორე შეხვედრას მართავს. კანონპროექტის პირველადი ვერსია უკვე შემუშავებულია. ის მოქალაქეებთან გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება. დოკუმენტი რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს, ერთ-ერთი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებაა, ანუ ცესკო ახლებურად დაკომპლექტდება. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება ბიულეტენის ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის. ცვლილებები შეეხება თვითმმართველობის არჩევნებსაც.