მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარე, ბექა ნაცვლიშვილი ჯანდაცვის სექტორში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.
ნაცვლიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კომერციალიზებულია, რაც მოქალაქეებზე პირდაპირ აისახება. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერის თქმით, არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელდება ძირეული რეფორმა. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია მუნიციპალური ჰოსპიტალური სექტორის განვითარება, რაც მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხარჯებს შეამცირებს.