ბექა ღვინიაშვილი ავთანდილ ჭრიკიშვილს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ძიუდოისტთა ევროპის ღია თასის ფინალში დაუპირისპირდა და დაამარცხა.
ორივე ქართველმა ფინალამდე გზა წარმატებით დაძლია. მათი უშუალო დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა.
წინასწარ ცნობილი იყო, რომ მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე, უკეთესი შედეგის მფლობელი გაემგზავრებოდა. ფინალში ღვინიაშვილმა უკეთ იჭიდავა, კონკურენტი დაამარცხა და ევროპის ღია თასის გამარჯვებული გახდა.