თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი იწყება

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვალ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი, თბილისის გრან-პრი დაიწყება.

სატურნირო ბადე უკვე  ცნობილია. ტურნირის პირველ დღეს, ასპარეზობები მამაკაცების ორ – 60 და 66 და ქალების სამ – 48, 52, და 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმართება.

ტრავმების გამო საქართველოს ნაკრებს გამოაკლდნენ ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი. ორივე მათგანს 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა.

ხვალ, 30 მარტს, წინასწარი შეხვედრები დილის 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე.

მაყურებლისთვის დასწრება თავისუფალია.

თბილისის გრან-პრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი