ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი გრძელდება

ძიუდოს აკადემიაში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი. საუკეთესო სპორტსმენები დღეს ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 81 კილოგრამში საუკეთესოს ტიტული თამაზ კირაკოზაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.

დიდ ინტერესს იწვევს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გასამართი ფინალური შეხვედრა. ბექა ღვინიაშვილი ავთანდილ ჭრიკიშვილს დაუპირისპირდება.

შეგახსნებთ, რომ ჭრიკიშვილი ტრავმის შემდეგ პირველად ასპარეზობს. საუკეთესოები დღეს კიდევ ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.