საწვავის ფასმა მკვეთრად იმატა. ზაფხულის შემდეგ დაწყებულმა მატების ტენდენციამ პიკს იანვრიდან მიაღწია. ბოლო ორ თვეში, ბენზინი 30 თეთრით არის გაძვირებული. სფეროს სპეციალისტები ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებას უკავშირებენ. პროგნოზები კიდევ უფრო არაკეთილსაიმედოა – ექსპერტების აზრით, ნავთობ-პროდუქტების ღირებულების კლებაზე ახლა მხოლოდ აქციზის გადასახადის შემცირებამ შესაძლოა იმოქმედოს.
მოამბე